saqarTvelos mdinareebi - Rarula
ტერიტორიული ერთეულები | ონის მუნიციპალიტეტი |
სათავე | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
სიგრძე | 26.8 კმ |
აუზის ფართობი | 117.5 კმ² |
მდინარე ონის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 3025 მ. სიგრძე 26,8 კმ. აუზის ფართობი 117,5 კმ2. მდინარე რიონს ერთვის მარცხნიდან სოფელ ღართან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარშია, წყალმცირობა - ზამთარში, წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები ზაფხულსა და შემოდგომაზე.
საშუალო წლიური ხარჯი 3,59 მ³/წმ.